"აირმაქსი" არის ინტერნეტ ოპერატორი,რომელიც WIFI და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით საქმიანობას ახორციელებს იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის,თერჯოლის,ბაღდათის,ვანის,წყალტუბოს,ხონის,სამტრედიის,ხარაგაულის,ჭიათურის,საჩხერის რაიონებში და მიმდებარე სოფლებში. ჩვენ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურეობა Ubiquiti,mikrotik,bdcom მოწყობილობების საშუალებით,რაც სტაბილური და მაღალსიჩქარიანი კავშირის გარანტიაა

Airmax.GE » ინტერნეტის ხარისხი
ინტერნეტის ხარისხი

2.9. მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას საჩივრით საცალო ინტერნეტმომსახურების

შეუსაბამო ხარისხის თაობაზე შემდეგი გარემოებების ცალ-ცალკე ან ერთობლიად დადგომისას:

ა) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ

შემთხვევაში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის

კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში

მითითებულისაცალო ფიქსირებულიინტერნეტმომსახურების მაქსიმალური სიქარე;

ბ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში

მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით

დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო

ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე;

გ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი24 გაზომვიდან ერთ

შემთხვევაში მაინც დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის

კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში

მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურები მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარე.

დ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამიად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90

პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და

მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების

მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები ჯიტერის მაჩვენებელი;

ე) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში

მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით

დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები

დაყოვნების მაჩვენებელი;

ვ) მომხმარებლის მიერ ამ წესები შესაბამისად განხორციელებული ნებისმირი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მომხმარებელს

შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში

მითითებული ან ნაკლები დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი.

2. მომხმარებლის მიერ კომისიაში წარდგენილ საჩივარს თან უნდა ერთვოდეს განხორციელებული

გაზომვების შედეგები, რომლებიც განხორციელებულია საჩივრის კომისიაში წარდგენამდე არაუადრეს 30

დღია.

3. საჩივრის მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს დამატებითი გაზომვები. კომისიის

უფლებამოსილ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ დაშვება, როგორც მომხმარებლის ტერმინალურ

აპარატურაზე, ასევე ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ქსელზე, რათა დაადგინონ,

შეესაბამება თუ არა მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრები მომხმარებელთან კანონმდებლობით

დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებით განსაზღვრული

მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრებს.

4. გაზომვები ხორციელდება 24 საათის განმავლობაში მომსახურების მიწოდების ადგილზე შემდეგი

პირობების დაცვით:

ა) გაზომვები ხორციელდება კომისიის აპარატურით ქსელის ტერმინაციის წერტილზე სადენიან მიერთებაზე;

ბ) გაზომვების დროს მომხმარებლის ტერმინალურიმოწყობილობა გამორთულია;

გ) გაზომვების რაოდენობა მეტი სიზუსტისა და მოკლევადიანი ხარვეზის გამორიცხვის მიზნით არ უნდა იყოს 24-ზე ნაკლები;

დ) გაზომვები განაწილებული უნდა იყოს დროში.